კვარაცხელია კონტრაქტის გახანგრძლივებას დათანხმდა და 5 მილიონს მიიღებს

0
15

ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლისთან“ კონტრაქტის გახანგრძლივებას დათანხმდა. გამოცემა Il Mattino-ს ინფორმაციით, საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელის 2029 წლამდე გააფორმებს ხელშეკრულებას, რომლის ამოწურვის შემდეგ, მხარეების სურვილის შემთხვევაში თანამშრომლობა 2023 წლამდე გაგრძელდება.
ახალი კონტრაქტის თანახმად კვარაცხელია წელიწადში 5 მილიონ ევროს გამოიმუშავებს ბონუსების გათვალისწინებით. თუმცა, კონტრაქტში კვარაცხელიას გამოსასყიდი თანხა მითითებული არ იქნება.
მიმდინარე სეზონში ხვიჩამ იტალიის ჩემპიონატში ჩატარებულ 3 მატჩში 1 გოლი გაიტანა და 1 საგოლე პასი გააკეთა.
ლაშა თაბაგარი