ვიქტორ ოსიმენი 2024-2025 წლების სეზონს იჯარით სტამბოლის „გალათასარაიში“ გაატარებს, რის შესახებ თურქული კლუბის პრესსამსახური იუწყება.
ნიგერიის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს კლუბის შეცვლას ცდილობდა რაც ვერ მოახერხა, ხოლო „ნაპოლის“ სეზონისთვის განაცხადში აღარ შეიყვანა.
ის ნეაპოლელთა რიგებში 2020 წლიდან გამოდის და ყველა ტურნირში ჩატარებულ 133 მატჩში 76 გოლი გაიტანა, პლუს 18 საგოლე პასი გააკეთა.
ლაშა თაბაგარი
