ბუდუ ზივზივაძემ მიმდინარე სეზონში “კარლსრუეში” მაღალ დონეზე კიდევ ერთი მატჩი ჩაატარა და თავის გუნდს სამი ქულა მოაპოვებინა. გერმანიის მე-2 ბუნდესლიგის მე-4 ტურში “კარსლრუე” სტუმრად “ბრაუნშვაიგს” დაუპირისპირდა და მინიმალური სხვაობით დაამარცხა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი სასტარტო შემადგენლობაში დააყენეს და 87-ე წუთზე, როდესაც ანგარიში 1:1 იყო, სტუმრების კონტრშეტევის დროს მეტოქის საჯარიმოში შეჭრილმა გამარჯვების გოლი გაიტანა. ის მსაჯის მიერ ძირითადი დროსთვის დამატებულ პირველ წუთზე შეცვალეს. ამ სეზონში ზივზივაძის ანგარიშზე 4 გოლი და ერთი საგოლე პასია. “კარლსრუე” 10 ქულით 18-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-2 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი
