„უოტფორდმა“, რომელშიც გიორგი ჩაკვეტაძე გამოდის, მიმდინარე სეზონში ინგლისის ჩემპიონშიფში პირველი მატჩი წააგო. მე-4 ტურში უოტფორდელები „შეფილდ იუნაიტედს“ ეწვივნენ და დაპირისპირების ბედი ერთადერთმა გოლმა გადაწყვიტა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევმა ნახევარმცველმა სასტარტო შემადგენლობაში ითამაშა და 77-ე წუთზე შეცვალეს. შეხვედრის მე-2 წუთზე სტუმართა მეკარე ბახმანმა ავტოგოლი მიითვალა და დარჩენილ დროში მეტი გოლი არ გასულა. „უოტფორდი“ 9 ქულით 24 გუნდში მე-3 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი
