კაკაბაძის გუნდმა პოლონეთში ლიდერობა დაკარგა

0
48

პოლონეთის ექსტრაკლასაში პირველი ადგილი დაკარგა „კრაკოვიამ“, რომლის კაპიტანი ოთარ კაკაბაძეა. მე-7 ტურში კრაკოველები სტუმრად „რადომიაკს“ დაუპირისპირდნენ და 1:2 წააგეს. საქართველოს ნაკრების უკანახაზელმა შეუცვლელად ითამაშა. „კრაკოვია“ 13 ქულით 18 გუნდში მესამეა.
კვიპროსის უმაღლესი დივიზიონის მე-2 ტურში არადიპოუს „ომონია“, რომლის კარს გიორგი ლორია იცავს სტუმრად ლიმასოლის აელ-თან 0:1 დამარცხდა. საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარემ, რომელიც „ომონიას“ ზაფხულში შეუერთდა, შეუცვლელად ითამაშა.
„პანსერაიკოსს“, რომელსაც ლუკა გუგეშაშვილი სეზონის წინ შეუერთდა, ჯერჯერობით საბერძნეთის სუპერლიგაში ქულა არ აუღია. მე-3 ტურში „პანსერაიკოსი“ გასვლაზე „პანეტოლიკოსთან“ 0:3 დამარცხდა, ხოლო ჩვენი ეროვნული გუნდის გოლკიპერმა მოედანზე 90 წუთი გაატარა.
პორტუგალიის პრიმეირალიგის მე-4 ტურში „ავეშმა“ გასვლაზე „სანტა კლარასთან“ 1:2 წააგო., ქართველი ნახევარმცველი გიორგი აბურჯანია სტუმართა შემადგენლობაშუი ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-2 წუთზე გამოჩნდა. „ავეში“ 4 ქულით 18 გუნდში მე-11 პოზიციაზეა.
ლაშა თაბაგარი