ქვილითაიას გადამწყვეტი გოლი

0
63

გიორგი ქვილითაიამ ლიმასოლის “არისის” შემადგენლობაში თავისი პირველი გოლი გაიტანა, რომელიც საბოლოოდ გადამწყვეტი აღმოჩნდა.
მე-2 ტურში ლიმასოლები შინ “ომონიას” შეხვდა და მინიმალური ანგარიშით გაიმარჯვა. მატჩის 77-ე წუთზე ერთადერთი გოლი საქართველოს ეორვნული ნაკრების თავდამსხმელმა გაიტანა, რომელმაც კუთხურიდან ჩაწოდების შემდეგ ბურთი კარში თავით გადაგზავნა.
“არისი”, რომელსაც ქვილითაია მიმდინარე ზაფხულში შეუერთდა, 6 ქულით 14-გუნდიან ჩემპიონატში ლიდერია.
ესპანეთის სეგუნდა დივიზიონის მე-3 ტურში “გრანადა” შინ “უესკასთან” 1:3 დამარცხდა. ჩვენი ეროვნული გუნდის გარემარბი გიორგი წიტაიშვილი სასტარტოში იყო და 72-ე წუთზე შეცვალეს. ის ტრადიციულად აქტიურობდა და ერთ ეპიზოდში კარში სახიფათოდ დაარტყა. “გრანადა” 3 ქულით 22 გუნდში მე-12 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი