„შახტარმა“ ლაცაბიძე იჯარით „ჩერნომორეცში“ გაუშვა

0
66

დონეცკის „შახტარმა“ ქართველი მცველი ლუკა ლაცაბიძე ოდესის „ჩერნომორეცში“ გაანათხოვრა, იუწყება უკრაინული მედია.
დონეცკელებმა ლაცაბიძე მიმდინარე წლის თებერვალში თბილისის „დინამოდან“ 700000 ევროდ შეიძინეს. მას პირველ გუნდში არ უთამაშია. 20 წლის ფეხბურთელს „შახტართან“ კონტრაქტი 2028 წლის ზაფხულ;ამდე აკავშირებს.
ლაშა თაბაგარი