“ლიონმა”, რომელსაც გიორგი მიქაუტაძე მიმდინარე ზაფხულში შეუერთდა, ახალ სეზონში ლიგა 1-ში პირველი მატჩი მოიგო. მე-3 ტურში ლიონელებმა “სტრასბურგი” მიიღეს და მიუხედავად იმისა, რომ 3-ჯერ აგებდნენ, საბოლოოდ მინიმალური სხვაობით გაიმარჯვეს.
საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდასხმელი სასტარტო შემადგენლობაში იყო და პირველ ტაიმში ოთხი საგოლე მომენტი ვერ გამოიყენა. ის 59-ე წუთზე შეცვალეს.
სტუმრებიდან მე-3 წუთზე ანგარიში ნანასიმ გახსნა, ხოლო პირველი ტაიმისთვის დამატებულ მე-2 წუთზე საპასუხო ბურთი ტოლისომ გაიტანა. 48-ე წუთზე “სტრასბურგიდან” თავი ანდრეი სანტოსმა გამოიჩინა, 58-ე წუთზე კი, ემეგამ თავისი გუნდის უპირატესობა ორ ბურთამდე გაზარდა.
61-ე წუთზე მალტლენდ-ნაილსმა ანგარიშში სხვაობა ერთ ბურთამდე შეამცირა, ხოლო 63-ეზე ორბანმა თანაფარდობაა აღადგინა. 72-ე წუთზე ორბანმა გამარჯვების გოლი გაიტანა.
“ლიონი” 3 ქულით 18-გუნდიან ჩემპიონატში მესამე ადგილზეა.
ირანის ჩემპიონატის მე-3 ტურში “პერსეპოლისმა” შინ “ფოლადი” 2:0 დაამარცხა. მასპინძლებში საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველმა გიორგი გველესიანმა ორი ტაიმი ითამაშა. მოქმედი ჩემპიონი “პერსეპოლისი” 5 ქულით 16 გუნდში მეხუთეა.
ბოსნიის ჩემპიონატის მე-5 ტურში “სარაევომ” შინ ” რადნიჩკი” 2:0 დაამარცხა და მასპინძლებში საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების ექსფორვარდმა გიორგი გულიაშვილმა შეუცვლელად ჩაატარა. “სარაევო” 12 ქულით 12-გუნდიან ჩემპიონატში ლიდერია.
უნგრეთის ჩემპიონატში ზედიზედ მეორე მატჩი ერთნაირი ანგარიშით წააგო მტკ-მ, რომელშიც გიორგი ბერიაშვილი გამოდის. ამჯერად, მე-6 ტურში მტკ სტუმრად “ფეჰერვარრთან” 0:1 დამარცხდა, ხოლო ქართველმა უკანახაზელმა მოედანზე ორი გაატარა.
ლაშა თაბაგარი





