ჯეიდონ სანჩო მიმდინარე სეზონში ლონდონის „ჩელსიში“ გაატარებს. „მანჩესტერ იუნაიტედმა“ 24 წლის ფეხბურთელი ლონდონურ კლუბში მომავალი წლის ზაფხულამდე გაანათხოვრა. საიჯარო ხელშეკრულების ამოწურვის შემდეგ, „ჩელსი“ ვალდებულია ინგლისის ეროვნული გუნდის ნახევარმცველი გამოისყიდოს. მის სანაცვლოდ „ჩელსის“ 25 მილიონი გირვანქის გადახდა მოუწევს.
„მანჩესტერ იუნაიტედმა“ სანჩო 2021 წელს დორტმუნდის „ბორუსიადან“ 85 მილიონ ევრო შეიძინა. გასული სეზონის მეორე ნახევარი 24 წლის მოთამაშეს იჯარით „ბორუსიაში“ გაატარა, რადგან მანჩესტერელთა ნოდერლანდელ მთავარ მწვრთნელ ერიკ ტენ ჰაგთან კონფლიქტი აქვს,
ლაშა თაბაგარი




