ლონდონის „ტოტენჰემმა“ ნახევარმცველი ჯოვანო ლო ჩელსო სევილიას „ბეტისში“ გაყიდა,.არგენტინის ეროვნული გუნდის ნახევარმცველმა კონტრაქტი 2028 წლამდე გააფორმა. 28 წლის ფეხბურთელის შეძენა ესპანურ კლუბს 5 მილიონი ევრო დაუჯდა. ლო ჩელსო „ბეტისში“ უკვე გამოდიოდა 2018-2019 და 2019-2020 წლებში.
მან „ტოტენჰემის“ მაისურით ყველა ტურნირში ჩატარებულ 108 მატჩში 11 გოლი გაიტანა. ლო ჩელსო არგენტინის ნაკრებში 2017 წლიდან გამოდის და 57 შეხვედრაში მეტოქეთა კარი 3-ჯერ აიღო. მან არგენტინელებთან ერთად 2021 და 2024 წლებში კოპა ამერიკა მოიგო.
ლაშა თაბაგარი
