რაჰიმ სტერლინგი კარიერას ლონდონის „არსენალში“ გააგრძელებს. „ჩელსიმ“ 29 წლის გარემარბი „მეთოფეებში“ მიმდინარე სეზონის ბოლომდე გაანათხოვრა.
„ჩელსიმ“ ინგლისის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი 2022 წლის ზაფხულში „მანჩესტერ სიტიდან“ 47,5 მილიონ გირვანქა სტერლინგად შეიძინა. მან ლონდონელთა შემადგენლობაში ყველა ტურნირში ჩატარებულ 81 მატჩში 19 გოლი გაიტანა.
ლაშა თაბაგარი




