გოგლიჩიძის დებიუტი სერია A-ში შედგა

0
14

საბა გოგლიჩიძემ, რომელიც „ემპოლის“ გასული სეზონის მეორე ნახევარში შეუერთდა, იტალიის სერია A-ში თავისი სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა. მე-3 ტურში „ემპოლი“ გასვლაზე „ბოლონიას“ შეხვდა და ქულა აიღო – 1:1. საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების მცველმა შეუცვლელად ითამაშა. სტუმართა თადარიგში მიმდინარე სეზონის ბოლომდე „ტორინოდან“ განათხოვრებული საბა საზონოვი იყო, რომელსაც არ უთამაშია.
“ემპოლი” 5 ქულით 20-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-4 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი