ლობჟანიძის გუნდის ზედიზედ მეორე მარცხი

0
1

„რეალ სოლტ ლეიკმა“, რომელსაც საბა ლობჟანიძე მიმდინარე ზაფხულში შეუერთდა, MLS-ში რეგულარული სეზონის განახლების შემდეგ, ზედიზედ მეორე თამაში წააგო.
ამჯერად, „რეალ სოლტ ლეიკი“ სტუმრად „პორტლენდ ტიმბერსს“ დაუპირისპირდა და ორი გაშვებული გოლის საპასუხოდ, ერთი გაიტანა. საქართველოს ეროვნული ნაკრების გარემარბი სასტარტო შემადგენლობაშ ისევ არ იყო და თამაშში 74-ე წუთზე ჩაერთო.
სტუმრები მე-18 წუთზე სანაბრიამ დააწინაურა, მაგრამ 34-ე წუთზე მოედანზე ათნი დარჩნენ, რადგან გულაგოვიჩი გააძევეს. მასპინძლებიდან 56-ე წუთზე საპასუხო ბურთი მორამ გაიტანა, რომელმაც 67-ე წუთზე დუბლი შეასრულა.
„რეალ სოლტ ლეიკი“ 26 ქულით დასავლეთ კონფერენციაში მე-4 პოზიციაზეა.
ლაშა თაბაგარი