გიორგი არაბიძემ “ულსანში” გადასვლის შემდეგ, სამხრეთ კორეის უმაღლეს დივიზიონში თავისი პირველი დუბლი შეასრულა. 29-ე ტურში “ულსანმა” “პოჰანგი” მიიღო და 5:4 გაიმარჯვა. არაბიძეს სასტარტო შემადგენლობაში იყო და მე-6 წუთზე დაახლოებით 22 მეტრიდან საჯარიმო დარტყმა საუცხოოდ შეასრულა – 1:0. 36-ე წუთზე, როდესაც ანგარიში 1:1 იყო, ქართველმა გარემარბმა მარჯვენა ფლანგიდან საჯარიმოში შეიწია და ზუსტი დარტყმით ბურთი კარში მოათავსა. ის პირველი ტაიმის შემდეგ შეცვალეს. მოქმედი ჩემპიონი “ულსანი” 51 ქულით 12 გუნდიან სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი
