ლუკა ლოჩოშვილი უახლოეს ოთხი მატჩის განმავლობაში “კრემონეზეს” ვერ დაეხმარება. იტალიის ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტმა საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველი “პალერმოსთან” შინ 0:1 წაგებულ შეხვედრაში მომხდარი ინციდენტის გამო დასაჯა. კერძოდ, მატჩის შემდეგ ლოჩოშვილი მთავარი მსაჯს ეკამათებოდ და ხელიც ჰკრა. მან ამის გამო წითელი ბარათი მიიღო და მომდევნო ოთხ ტურში თავისი გუნდის თამაშის ყურება ტრიბუნიდან მოუწევს.
ლაშა თაბაგარი
