რომელუ ლუკაკუ „ნაპოლიში“ ითამაშებს

0
22

რომელუ ლუკაკ „ნაპოლიში“ ხვიჩა კვარაცხელიაქს თანაგუნდელი გახდა. მის სანაცვლოდ ნეაპოლელებმა ლონდონის „ჩელსის“ 30 მილიონი ევრო გადაუხადეს და პლუს ბონუსებიცაა გათვალისწინებული. ბელგიის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა იტალიურ კლუბთან კონტრაქტი 2027 წლის ივნისამდე გააფორმა.
ცნობისთვის, ლუკაკუ ფეხბურთის ისტორიაში მისი ტრანსფერების სანაცვლოდ გადახდილი თანხის რაოდენობით მეორე ადგილზეა – 369 მილიონი ევრო. მან კარიერის განმავლობაში კლუბი 9-ჯერ შეიცვალა.
ამ მაჩვენებლით ლიდერი ბრაზილიელი ნეიმარია, რომლის ტრანსფერების საერთი თანხა 400 მილიონ ევროს შეადგენს, ხოლო მესამე პოზიციაზე პორტუგალიელი კრიშტიანუ რონალდუა.
ლაშა თაბაგარი