ტურინის „იუვენტუსმა“ ფედერიკო კიეზა „ლივერპულში“ გაყიდა. იტალიის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა მერსისაიდელებთან გრძელვადიანი კონტრაქტი გააფორმა, რომლის დეტალები არ გახმაურებულა. კიეზას სანაცვლოდ „ლივერპულმა“ 13 მილიონი ევრო გადაიხადა.
26 წლის ფეხბურთელი „იუვენტუსში“ 2020 წელს „ფიორენტინადან“ გადავიდა და ყველა ტურნირში ჩატარებულ 131 მატჩში 32 გოლი გაიტანა.
ლაშა თაბაგარი





