17-წლამდელებმა სლოვაკებთან რევანში აიღეს

0
18

საქართველოს 17 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა სლოვაკ თანატოლებთან პირველი მატჩის 0:3 წაგების შემდეგ. დღეს რევანში აიღო.
გიორგი ჩიტაურის გაწვრთნილმა გუნდმა დავით პეტრიაშვილის სახელობის არენაზე მეტოქეს ორი უპასუხო ბურთი გაუტანა. ჩვენმა 17-წლამდელებმა პირველი ტაიმი 42-ე წუთზე თენგიზ ნებულიშვილის გოლით მოიგეს. მეორე ტაიმში თავი ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-3 წუთზე რევაზ კირვალიძემ გამოიჩინა.
ჩიტაურის გუნდი ოქტომბერში გასამართ ევროპის 2025 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის ემზადება. ჯგუფში, 17-წლამდელთა მეტოქეები მასპინძელი სლოვენია, ასევე პოლონეთი და სომხეთი არიან.
მატჩის ოქმი –  საქართველო 2:0 სლოვაკეთი
ლაშა თაბაგარი