მიმდინარე სეზონში ლუკა ლოჩოშვილი “კრემონეზეს” სასტარტოში პირველად მოხვდა და პირველი წითელი ბარათიც მიიღო. სერია B-ს მე-3 ტურში კრემონელებმა “პალერმოს” უმასპინძლეს და 0;1 წააგეს. საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველმა შეუცვლელად ითამაშა, ხოლო მატჩის დასრულების შემდეგ, მსაჯთან კამათისთვის წითელი ბარათი მიიღო. “პალერმომ” ერთადერთი გოლი 76-ე წუთზე რობერტო ინსინიემ გაიტანა. “კრემონეზე” 3 ქულით 20 გუნდში მე-14 ადგილზეა.
“სპეციამ” გასვლაზე “კოზენცასთან” ფრე ითამაშა – 0:0. გიორგი კვერნაძე სტუმართა განაცხადში არ იყო.
ლაშა თაბაგარი
