საქართველოს ეროვნული ნაკრების 37 წლის კაპიტანი გურამ კაშია კარიერაში პირველად ჩემპი9ონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებს. მან ეს ბრატისლავას “სლოვანთან” ერთად მოახერხა, რომელსაც ჩვენი ეროვნული გუნდის ექსთავკაცი ვლადიმირ ვაისი წვრთნის.
“სლოვანმა” ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფსი პირველი თამაში სტუმრად დანიის “მიდტიულანდთან” 1:1 დაასრულა, ხოლო შინ დრამატულ ბრძოლაში 3:2 გაიმარჯვა და მეოთხე სლოვაკური გუნდია, რომელიც ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე გავიდა.
შეხვედრის 33-ე წუთზე მასპინძლებიდან ანგარიში ტოლიჩმა გახსნა, როდესაც მეტოქის საჯარიმოში ერთი ფეხბურთელი ფინტით ჩამოიშორა და შორეულ კუთხეში ზუსტად დაარტყა – 1:0. 41-ე წუთზე შიმშირი მასპინძლების სამ მოთამაშეს გაექცა და საჯარიმოში შესულმა საპასუხო ბურთი გაიტანა – 1:1. 50-ე წუთზე “სლოვანის” უკანა ხაზის კიდევ ერთი ჩავარდნის შემდეგ, კართან ახლოს მდგომმა ფრანკულინომ ბურთი მიწაზე დაუშვებლად კარში გაგზავნა – 1:2.
82-ე წუთზე ტოლიჩი ერთ მეუერვეს გაექცა და დაახლოებით 20 მეტრიდან გაიტანა – 2:2. ამის შემდეგ, სლოვაკების მეკარემ მასთან პირისპირ გასულ დანიელ ფეხბურთელს არ გაატანინა. 86-ე წუთზე საჯარიმოს მისადგომებიდან ბარსეგიანმა “გაისროლა” ბურთი მეკარისგან მარჯვენა კუთხეში მოათავსა – 3:2. მსაჯის მიერ ძირითადი დროსთვის დამატებულ წუთებში ანდერსენმა საჯარიმო დაარტყა და ბურთი “სლოვანის” კარის გვერდით ძელს მოხვდა. “სლოვანი” მიმდინარე სეზონში ერთადერთი გუნდია, რომელიც ჯგუფურ ეტაპზე 4 საკვალიფიკაციო ეტაპის გავლის შემდეგ მოხვდა.
ცნობისთვის, ვაისმა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მეორე სლოვაკური გუნდი გაიყვანა. მანამდე, მან ეს “არტმედია პეტრჟალკასთან” ერთად მოახერხა.
ლაშა თაბაგარი
