კიტეიშვილი ავსტრიის თასის 1/8-ფინალშია

0
20

გრაცის „შტურმი“, რომელშიც ოთარ კიტეიშვილი გამოდის, ავსტრიის თასის 1/8-ფინალში გავიდა. თასის მოქმედი გამარჯვებული 1/16-ფინალში სტუმრად „რიდს“ შეხვდა და 3:1 დაამარცხა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი სასტარტო შემადგენლობაში იყო და მე-60 წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო, ხოლო 76-ე წუთზე შეცვალეს. გრაცელები პირველ ტაიმს 3:0 იგებდნენ და გოლი შესვენებაზე გასვლამდე ცოტა ხნით ადრე გაუშვეს.
გასულ სეზონში „შტურმმა“ ავტსრიის ჩემპიონატი და თასი მოიგო, ხოლო კიტეიშვილი სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.
რუსეთის თასის ჯგუფური ეტაპის მე-3 ტურში მოსკოვის “დინამომ” შინ “კრილია სოვეტოვის” 5:1 დაამარცხა. მასპინძლებში საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების ნახევარმცველმა ლუკა გაგნიძემ შეუცვლელად ითამაშა.
ლაშა თაბაგარი