„იუვენტუსმა“ „ატალანტადან“ კოპმაინერსი შეიძინა

0
21

ტურინის „იუვენტუსმა“ ნახევარმცველი ტეუნა კოპმაინერსი ბერგამოს „ატალანტადან“ შეიძინა. იტალიური გრანდის პრესსამსახურის ინფორმაციით, ნიდერლანდების ეროვნული ნაკრების 26 წლის ფეხბურთელმა კონტრაქტი 2029 მწლამდე გააფორმა. იტალიური მედიის ინფორმაციით, ტურინელებმა 26 წლის ფეხბურთელში 58 მილიონი ევრო გადაიხადეს ბონუსების ჩათვლით.
კოპმაინერსი „ატალანტაში“ 2021 წლის ზაფხულიდან თამაშობდა. მან გასულ სეზონში ბერგამოელთა რიგებში ყველა ტურნირში ჩატარებულ 51 მატჩში 15 გოლი გაიტანა და 7 საგოლე პასი გააკეთა. კოპმაინერსი აგვისტოში გუნდს ჩამოაშორეს, რადგან „იუვენტუსთან“ მოლაპარაკებას აწარმოებდა.
ლაშა თაბაგარი