გიორგი მამარდაშვილი მიმდინარე სეზონში მატჩის საუკეთესო მოთამაშედ პირველდ დაასახელეს.ესპანეთის ლა ლიგის მე-3 ტურში „ვალენსია“ გასვლაზე ბილბაოს „ატლეტიკს“ შეხვდა და დაპირისპირების ბედი ერთმა გოლმა გადაწყვიტა, ხოლო საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარემ მაღალ დონეზე ითამაშა, რაც დაუფასეს.
შეხვედრის 21-ე წუთზე თანაგუნდელის გადაცემის შემდეგ, „ვალენსიას“ საჯარიმოში მყოფმა ინაკი უილიამსმა ახლო მანძილიდან თავით დაარტყა და მამარდაშვილმა ნახტომში თავისი გუნდი გოლის გაშვებას გადაარჩინა.
პირველი ტაიმის ბოლო წუთზე დი მარკოსმა ზუსტი პასი გაუკეთა სტუმართა საჯარიმოში პრადოსს, რომელმაც თავით კუთხეში აუღებლად დაარტყა და ანგარიში გახსნა – 1:0. მან ბილბაოელთა მაისურით თავის კარიერაში პირველი გოლი გაიტანა.
92-ე წუთზე ვალენსიელთა საჯარიმოში შეჭრილმა ნიკო უილიამსმა ძლიერად დაარტყა და მამარდაშვილმა რთული ბურთი მოიგერია. “ვალენსიამ” ზედიზედ მესამე თამაში წააგო და ქულის გარეშე 20-გუნდიან სატურნირო ცხრილში ბოლოა. ნარახას გუნდს გასული სეზონიდან მოყოლებული მიჯრით 10 შეხვედრაა არ მოუგია – 8 წაგება და 2 ფრე. ბოლოს “ვალენსიამ” “ოსასსუნა” დაამარცხა აპრილში.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარემ გუშინ კონტრაქტი „ლივერპულთან“ გააფორმა, რომელსაც მომავალი წლის ზაფხულში შეუერთდება, ხოლო მანამდე „ვალენსიაში“ ითამაშებს.
ლაშა თაბაგარი
