კეპა „ბორნმუთში“ გაანათხოვრეს

0
26

ლონდონის „ჩელსიმ“ კეპა არისაბალაგა „ბორნმუთში“ მიმდინარე სეზონის ბოლომდე გაანათხოვრა.
ესპანეთის ეროვნული ნაკრების ყოფილმა გოლკიპერმა გასული სეზონი იჯარით მადრიდის „რეალში“ გაატარა, სადაც 20 მატჩში კარი „მშრალად“ 9-ჯერ შეინახა.
„ჩელსიმ“ კეპა 2018 წელს ბილბაოს „ატლეტიკიდან“ 80 მილიონ ევროდ შეიძინა და კონტრაქტი 2025 წლის ზაფხულამდე გაუფორმა. მისი ხელფასი წელიწადში 10 მილიონი ევროა. იმ მომენტისთვის კეპა ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული მეკარე იყო. ასევე, ის პირველი ესპანელი გახდა, რომლის სანაცვლოდ ასეთი თანხა გადაიხადეს.
თუმცა, დროთა განმავლობაში მან „ჩელსის“ სასტარტოში ადგილი დაკარგა და ამიტომ 2023-2024 წლების სეზონში იჯარით „რეალში“ გაუშვეს.
ლაშა თაბაგარი