ინგლისის პრემიერლიგის ბინადარმა „ბრაიტონმა“ თურქეთის ეროვნული ნაკრების მცველი ფერდ კადიოღლუ შეიძინა. 24 წლის ფეხბურთელმა 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
„ბრაიტონმა“ მის სანაცვლოდ სტამბოლის „ფენერბაჰჩეს“ 30 მილიონი ევრო გადაუხადა. კადიოღლუ „ფენერბაჰჩეში“ 2018-2024 წლებში გამოდიოდა და ყველა ტურნირში ჩატარებულ 204 მატჩში 18 გოლი გაიტანა.
ის თავისი ქვეყნის ეროვნულ გუნდში 2022 წლიდან თამაშობს და 20 შეხვედრაში 1 გოლი მიითვალა.
ლაშა თაბაგარი
