ჟოაუ კანსელუ კარიერას საუდის არაბეთში გააგრძელებს

0
53

ჟოაუ კანსელუ კარიერას საუდის არაბეთში გააგრძელებს. „მანჩესტერ სიტიმ“ პორტუგალიის ეროვნული ნაკრების მცველი „ალ-ჰილალში“ გაყიდვა დაადასტურა. კანსელუ ახალ გუნდში 29-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.
იტალიელი ჟურნალისტის ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, „სიტიმ“ ტრანსფერიდან 25 მილიონი ევრო მიიღო, ხოლო თავად კანსელუს ხელფასი წელიწადში 15 მილიონი ევრო იქნება.
30 წლის პორტუგალიელი ფეხბურთელი „სიტიში“ 2019 წელს ტურინის „იუვენტუსიდან“ გადავიდა და ყველა ტურნირში ჩატარებულ 154 მატჩში 9 გოლი გაიტანა.
ლაშა თაბაგარი