რონალდუ ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ბომბარდირის პრიზს მიიღებს

0
31

საუდის არაბეთის „ალ-ნასრის“ თავდამსხმელი კრიშტიანუ რონალდუ სპეციალურ პრიზს მიიღებს, რომელიც ჩემპიონთა ლიგის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირისთვისაა განკუთვნილი, იუწყება უეფას პრესსამსახური.
პორტუგალიის ეროვნული ნაკრების 39 წლის კაპიტანს პრიზს უეფას პრეზიდენტი ალექსანდერ ჩეფერინი 29 აგვისტოს მონაკოში დაგეგმილი 2024-2025 წლების ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის კენჭისყრის ცერემონიაზე გადასცემს.
რონალდუმ კარიერის განმავლობაში ჩემპიონთა ლიგაში 183 მატჩი ჩაატარა და 140 გოლი გაიტანა, ის 11 გოლით ასწრებს მე-2 ადგილზე მყოფ ლიონელ მესის, რომელიც ამჟამად „ინტერ მაიამიში“ გამოდის, ხოლო მანამდე „ბარსელონაში“ და პსჟ-ში თამაშობდა.
რონალდუ ევროპაში ლისაბონის „სპორტინგში“, „მანჩესტერ იუნაიტედში“, მადრიდის „რეალში“ და ტურინის „იუვენტუსში“ გამოდიოდა.
ლაშა თაბაგარი