არგენტინის ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ლიონელ სკალონიმ მსოფლიო 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მოახლოებული მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა. მუნდიალის მოქმედი გამარჯვებული 6 სექტემბერს შინ ჩილესთან, ხოლო 10 სექტემბერს სტუმრად კოლუმბიასთან ჩასატარებელი თამაშებისთვის ასეთი შემადგენლობით მოემზადება:
მეკარეები: ემილიანო მარტინესი (ასტონ ვილა, ინგლისი), ხუან მუსო (ატალანტა, იტალია), ხერონიმო რული (მარსელი, საფრანგეთი), ვალტერ ბენიტესი (ეინდჰოვენი, ნიდელანდები).
მცველები: გონსალო მონტიელი (სევილია, ესპანეთი), ნაუელ მოლინა (ატლეტიკო, ესპანეთი), ლეონარდო ბალერდი (მარსელი, საფრანგეთი), კრისტიან რომერო (ტოტენჰემი, ინგლისი), ხერმან პეცელია (რივერ პლეიტი), ნიკოლას ოტამენდი (ბენფიკა, პორტუგალია), ლისანდრო მარტინესი (მანჩესტერ იუნაიტედი, ინგლისი), ნიკოლას ტალიაფიკო (ლიონი, საფრანგეთი), ვალენტინ ბარკო (სევილია, ესპანეთი).
ნახევარმცველები: გვიდო როდრიგესი (ვესტ ჰემი, ინგლისი), ლეანდრო პარედესი (რომა, იტალია), ალექსის მაკალისტერი (ლივერპული, ინგლისი), როდრიგო დე პაული (ატლეტიკო, ესპანეთი), ესეკილ ფერნანდესი (ალ-კადასია, საუდის არაბეთი), ენცო ფერნანდესი (ჩელსი, ინგლისი), ჯოვანი ლო ჩელსო (ტოტენჰემი, ინგლისი).
თავდამსხმელები: ალეხანდრო გარნაჩო (მანჩესტერ იუნაიტედი, ინგლისი), ნიკოლას გონსალესი (იუვენტუსი, იტალია), ლაუტარო მარტინესი (ინტერი, იტალია), ვალენტინ კარბონი (მონცა, იტალია), ხულიან ალვარესი (ატლეტიკო, ესპანეთი), ჯულიანო სიმეონე (ატლეტიკო, ესპანეთი), ვალენტინ კასტელიანოსი (ლაციო, იტალია), მატიას სულე (რომა, იტალია), პაულო დიბალა (რომა, იტალია).
ტრავმის გამო მომავალ შეხვედრებში არგენტინელებს ტრავმირებული ლიონელ მესი ვერ დაეხმარება.
არგენტინა 6 ტურის შემდეგ მოპოვებული 15 ქულით სამხრეთ ამერიკის შესარჩევ ზონაში 10 გუნდში პირველ ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი
