მიკელ მერინო „არსენალის“ ფეხბურთელია

0
31

ლონდონის „არსენალმა“ სან-სებასტიანის „რეალ სოსიედადიდან“ ნახევარმცველი მიკელ მერინო შეიძინა. ესპანეთი ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა ინგლისურ კლუბთან გრძელვადიანი კონტრაქტი გააფორმა, რომლის ხანგრძლივობას ლონდონელთა პრესსამსახური არ აკონკრეტებს.
„არსენალმა“ მერინოში 33,5 მილიონი ევრო გადაიხადა, ხოლო კიდევ 5 მილიონი ბონუსადაა გათვალისწინებული. ესპანეთის ნაკრებში ევროპის 2024 წლის ჩემპიონი ახალ გუნდში 24-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.
მერინომ კარიერა „ოსასუნაში“ დაიწყო, ხოლო 2018 წელს „რეალ სოსიედადში“ გადასვლამდე, დორტმუნდის „ბორუსიაში“ და „ნიუკასლში“ გამოდიოდა.
ლაშა თაბაგარი