ნიგერიის ეროვნულ ნაკრებს ბრუნო ლაბადია გაწვრთნის, რის შესახებ ნახსენები ქვეყნის ფეხბურთის ფედცერაცია იუწყება.
58 წლის გერმანელი სპეციალისტი ნიგერიელთა ისტორიაში 37-ე მწვრთნელია. ის ბოლოს „შტუტგარტში“ მუშაობდა 2022-2023 წლების სეზონში და თანამდებობიდან 2023 წლის აპრილში დაითხოვეს.
სამწვრთნელო კარიერის განმავლობაში ლაბადია ასევე „ჰერტას“, „ვოლფსბურგს“, „ჰამბურგს“ და ლევერკუზენის „ბაიერს“ ხელმძღვანელობდა.
ლაშა თაბაგარი
