„მანჩესტერ იუნაიტედი“ უგარტეს ყიდულობს

0
11

„მანჩესტერ იუნაიტედი“ ნახევარმცველ მანუელ უგარტეს პსჟ-დან ყიდულობს. ინგლისური კლუბი 23 წლის ურუგვაელ ფეხბურთელში 50 მილიონ ევროს გადაიხდის და კიდევ 10 მილიონი ბონუსადაა გათვალისწინებული.
ურუგვაის ეროვნული გუნდის შუახაზელმა მანჩესტერელებთან პირადი კონტრაქტის დეტალები ჯერ კიდევ ივლისში შეათანხმა და სხვა ვარიანტს არც განიხილავდა.
გასულ სეზონის წინ პსჟ-მ უ8გარტე ლისაბონის „სპორტინგიდან“ 60 მილიონ ევროდ შეიძინა. ურუგვაელმა ყველა ტურნირში ჩატარებულ 37 მატჩში 2 საგოლე პასი გააკეთა.
ლაშა თაბაგარი