ალექს სანდრუ „ფლამენგოში“ ითამაშებს

0
17

ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილი მცველი ალექს სანდრუ კარიერას სამშობლოში გააგრძელებს. 33 წლის ბრაზილიელმა ფეხბურთელმა რიო დე ჟანეიროს „ფლამენგოსთან“ კონტრაქტი 2026 წლის 31 დეკემბრამდე გააფორმა. ის ახალ გუნდის თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა, რადგან მიმდინარე ზაფხულში იტალიურ კლუბთან ხელშეკრულება ამოეწურა.
ალექს სანდრუ ტურინელთა შემადგენლობაში 2015-2024 წლებში გამოდიოდა და ყველა ტურნირში ჩატარებულ 327 მატჩში 16 გოლი გაიტანა. მან 2011-2022 წლებში ბრაზილიის ნაკრებში 40-ჯერ ითამაშა და მეტოქეთა კარი 2-ჯერ აიღო.
ლაშა თაბაგარი