ტურინის „იუვენტუსმა“ ფრანსისკო კონსეისაუ „პორტუდან“ ერთწლიანი იჯარით დაიმატა, რის შესახებ იტალიური გრანდის პრესსამსახური იუწყება.
კლუბებს შორის ადადებული ხელშეკრულების თანახმად, სეზონის დასრულების შემდეგ, „იუვეს“ პორტუგალიის ეროვნული ნაკრების 21 წლის თავდამსხმელის აუცილებლად შეძენის ვალდებულება არ აქვს. კონსეისაუს „პორტუსთან“ კონტრაქტი 2029 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.
მან გასულ სეზონში პორტუგალიური გუნდის მაისურით ყველა ტურნირში ჩატარებულ 43 მატჩში 8 გოლი გაიტანა და ამდენივე საგოლე პასი გააკეთა.
ლაშა თაბაგარი
