ენდრიკი მადრიდის „რეალის“ ყველა დროის რეკორდსმენია

0
12

ესპანეთის ლა ლიგის მე-2 ტურში მადრიდის „რეალმა“ შინ „ვალიადოლიდი“ 3:0 დაამარცხა და ერთი ბურთი ახალწვულმა ენდრიკმა გაიტანა.
ბრაზილიის ეროვნული გუნდის თავდამსხმელი 18 წლისა და 35 დღის ასაკში „რეალის“ არსებობის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა უცხოელი ფეხბურთელია, რომელიც ნებისმიერ ტურნირში ჩატარებულ ოფიციალურ მატჩში გოლით გამოირჩა.
მანამდე, რეკორდი საფრანგეთის ეროვნული ნაკრების მცველ რაფაელ ვარანს ეკუთვნოდა, რომელმაც 2011 წელს „რაიო ვალეკანოს“ კარი 18 წლის და 152 დღის ასაკში აიღო.
ენდრიკი „რეალში“ 2024 წელს „პალმეირასიდან“ 47,5 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა.
ლაშა თაბაგარი