„ტორინო“ საზონოვს „ემპოლიში“ ანათხოვრებს

0
15

„ტორინო“ საბა საზონოვს „ემპოლიში“ ანათხოვრებს, იუწყება იტალიური მედია. იჯარის ვადის ამოწურვის შემდეგ, „ემპოლის“ საქართველოს ნაკრების მცველის ტრანსფერის ტურინული კლუბიდან გამოსყიდვის უფლება ექნება.
საზონოვი „ტორინომ“ შარშან მოსკოვის „დინამოდან“ 3 მილიონ ევროდ შეიძინა. მან ტურინელთა მაისურით ჩატარებულ 12 მატჩში 2 ყვითელი ბარათი მიიღო. 22 წლის ქართველს „ტორინოსთან“ კონტრაქტი 2027 წლამდე აკავშირებს. შეგახსენებთ, რომ „ემპოლიში“ საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების მცველი საბა გოგლიჩიძე ირიცხება, რომელმაც სერია A-ს კლუბს გასული სეზონის მეორე ნახევარში მიაშურა და 1 თამაში ჩაატარა.

ლაშა თაბაგარი