ნონიკაშვილის პირველი დუბლი სლოვაკეთში

0
16

ლევან ნონიკაშვილმა „ზლატე მორავცეში“ გადასვლის შემდეგ, თავისი პირველი დუბლი შეასრულა, სლოვაკეთის რანგით მეორე ლიგის მე-5 ტურში „ზლატე მორავცემ“ „პოვაჟსკა ბისტრიცა“ მიიღო და 3:1 გაიმარჯვა. ქართველმა ნახევარმცველმა შეუცვლელად ითამაშა და ანგარიში მე-19 წუთზე გახსნა, ხოლო 81-ე წუთზე როდესაც მასპინძლები 2:1 იგებდნენ, მეტოქის კარი კიდევ ერთხელ აიღო. მიმდინარე სეზონში 29 წლის ნახევარმცველის ანგარიშზე 4 გოლია, „ზლატე მორავცე“ კი 13 ქულით 14 გუნდში ლიდერია.
MLS-ის მორიგ ტურში „ატლანტა იუნაიტედი“, რომელშიც საბა ლობჟანიძე გამოდის. გასვლაზე „ლოს ანჯელეს გელექსისთან“ 0:2 დამარცხდა. საქართველოს ეროვნული ნაკრების გარემარბი სასტარტოში იყო და 81-ე წუთზე შეცვალეს.
ლაშა თაბაგარი