ჯიღაურის წარმატებული ტური უზბეკეთში

0
17

ჯაბა ჯირაურმა მიმდინარე სეზონში უზბეკეთის სუპერლიგაში თავისი მე-3 გოლი გაიტანა. მე-17 ტურში „ნასაფმა“ „ანდიჟანი“ მიიღო და 3:0 დაამარცხა. ჯიღაურმა ანგარიში მე-3 წუთზე გახსნა, როდესაც მარჯვენა ფლანგიდან თანაგუნდელის ჩაწოდების შემდეგ, მეტოქის საჯარიმოში მყოფმა თავით ზუსტად დაარტყა. 22-ე წუთზე თავი თბილისის „დინამოს“ ექსფორვარდმნა სერბა ზორან მარუშიჩმა გამოიჩინა, რომელმაც 68-ე წუთზე ჯიღაურის პასის მერე დუბლი შეასრულა. „ნასაფი“ 38 ქულით 14-გუნდიან უზბეკეთის ჩემპიონატში ლიდერია. A
დანიის სუპერლიგის მე-6 ტურში „კოპენჰაგენი“ გასვლაზე „ნორსიელანდთან“ 2:3 დამარცხდა. საქართველოს ეროვნული გუნდის მცველი გიორგი გოჩოლეიშვილი სასტარტო შემადგენლობაში იყო და პირველი ტაიმის შემდეგ შეცვალეს. “კოპენჰაგენი” 11 ქულით 12 გუნდში მეხუთეა.
ლაშა თაბაგარი