ანზორ მექვაბიშვილი საქართველოს ეროვნულ გუნდს ერთა ლიგის B ლიგაში სექტემბერში გასამართ მატჩებში ვერ დაეხმარება. კრაიოვას „უნივერსიტატიას“ ნახევარმცველი რუმინეთის უმაღლესი დივიზიონის მე-7 ტურში სტუმრად ბუქარესტის „დინამოსთან“ 1:2 წაგებულ მატჩში დაშავდა. ის პირველი ტაიმის შემდეგ შეცვალეს და როგორც „უნივერსიტატიას“ პრესსამსახური იუწყება მოედანზე დაახლოებით 6 კვირა ვერ გავა. აქედან გამომდინარე, მექვაბიშვილი როგორც 7 სექტემბერს თბილისში ჩეხეთთან შეხვედრაში ვერ ითამაშებს, ასევე 10 სექტემბერს სტუმრად ალბანეთთან დაპირისპირებასაც გამოტოვებს.
ლაშა თაბაგარი
