მამარდაშვილი „ლივერპულს“ მომავალი წლის ზაფხულში შეუერთდება

0
26

გიორგი მამარდაშვილის „ლივერპულში“ გადასვლის საკითხი გადაწყვეტილია, იუწყება ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო. საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარე 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს ინგლისურ გრანდთან, რომელსაც მომავალი წლის ზაფხულში შეუერთდება. ის მიმდინარე სეზონს „ვალენსიაში“ გაატარებს. მამარდაშვილის სანაცვლოდ ესპანელები 39 მილიონ ევროს მიიღებენ, ხოლო კიდევ 5 მილიონი ბონუსადაა გათვალისწინებული.
23 წლის მამარდაშვილი „ვალენსიაში“ 2021 წლიდან გამოდის და ყველა ტურნირში ჩატარებულ 102 მატჩი ჩაატარა.
ლაშა თაბაგარი