ხამეს როდრიგესი „რაიო ვალეკანოში“ ითამაშებს

0
21

ხამეს როდრიგესი კარიერას ესპანეთის ლა ლიგაში გააგრძელებს. კოლუმბიის ეროვნული ნაკრების 33 წლის შემტევმა ნახევარმცველმა „რაიო ვალეკანოსთან“ კონტრაქტი 1+1 სისტემით გააფორმა. ის ახალ კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა, რადგან მიმდინარე ზაფხულში ხელშეკრულება ბრაზილიის „სან პაულუსთან“ გაწყვიტა.
ის კარიერის განმავლობაში ასევე „პორტუში“, „მონაკოში“, „რეალში“, „ბაიერნში“, „ევერტონში“, „ოლიმპიაკოსში“ და „ალ-რაიანში“ გამოდიოდა.
მიმდინარე წლის ზაფხულში აშშ-ში ჩატარებულ კოპა ამერიკაზე, რომლის ფინალში კოლუმბირ არგენტინასთან დამარცხდა, ხამესი ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. 33 წლის შემტევმა ნახევარმცველმა 6 მატჩში მეტოქის კარი ერთხელ აიღო და 6 საგოლე პასი მიითვალა.
ლაშა თაბაგარი