საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი გიორგი დემეტრაძე დარწმუნებულია, რომ „ვალენსიას“ მეკარე გიორგი მამარდაშვილი კარეირას „ლივერპულში“ გააგრძელებს.
„ის ერთ-ერთი საუკეთესო იყო თუ არა საუკეთესო ევროპის ჩემპიონატზე. ტურნირზე ნაკრებისთვის ძალიან ბევრი გააკეთა. დარწმუნებული ვარ, რომ მამარდაშვილი „ლივერპულში“ გადავა. მან ეს დაიმსახურა“ – იუწყება დემეტრაძის ნათქვამს რუსული მედია.
ლაშა თაბაგარი
