საქართველოს ეროვნული გუნდის ექსთავდამსხმელი ზაზა ჯანაშიას მიაჩნია, რომ „ნაპოლის“ გარემარბი ხვიჩა კვარცახელია შვილის შეძენის შემდეგ კიდევ უფრო კარგად ითამაშებს.
„შვილის შეძენა ხვიჩაზე დადებითად იმოქმედებს. ახლა ის თავისი შვილისთვის ითამაშებს და თავის მაქსიმუმს აჩვენებს. ეს ხომ კარგია.
ყველას უნდა კარგად ითამაშოს, რადგან შვილებმა შეხედონ და იფიქრონს: „რა კარგი მამა მყავს!“. ხვიჩას შემთხვევაშიც ასე იქნება“ – იუწყება ჯანაშიას ნათქვამს რუსული მედია.
ხვიჩა კვარაცხელიას და ნიცა თავაძეს მიმდინარე კვირაში ვაჟიშვილი შეეძინათ, რომელსაც დამიანე დაარქვეს.
ლაშა თაბაგარი





