“ვალენსიამ” ზედიზედ მეორედ წააგო – მამარდაშვილმა ასპასს პენალტი აუღო

0
21

გიორგი მამარდაშვილმა მიმდინარე სეზონში პირველი პენალტი აიღო. ესპანეთის ლა ლიგის მე-2 ტურში “ვალენსია” სტუმრად ვიგოს “სელტას” შეხვდა და მიუხედავადა იმისა, რომ იგებდა, ორბურთიანი სხვაობით წააგო.
სტუმრები მე-14 წუთზე დიეგო ლოპესმა დააწინაურა, ხოლო 23-ე წუთზე ოსკარ მინგესამ ანგარიში გაათანაბრა. 28-ე წუთზე “სელტა” გუნდის ლიდერმა და ბოლო წლებში ლა ლიგის ერთ-ერთმა საუკეთესო ესპანელმა ბომბარდირმა იაგო ასპასმა დააწინაურა. პირველი ტაიმისთვის მსაჯის მიერ დამატებულ მე-5 წუთზე ასპასმა პენალტი დაარტყა და საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარემ მისგან მარცხენა კუთხეში წასული ბურთი “გააქვავა”.
მეორე ტაიმში მამარდაშვილმა საუცხოო ნახტომში სვედბერგს არ გაატანინა. მე-60 წუთზე “ვალენსიას” კარი ფრან ბელტრანმა აიღო და დარჩენილ დროში მეტი გოლი არ გასულა.
შეგახსენებთ, რომ პირველ ტურში “ვალენსია” შინ “ბარსელონასთანაც” იგებდა და 1:2 წააგო. რუბენ ბარახას გუნდს ქულა არ აუღია და სატურნირო ცხრილში ბოლოსწინა მე-19 ადგილზეა.
ცნობისთვის, გასულ სეზონში ლა ლიგაში მამარდაშვილმა  ოთხი პენალტი მოიგერია – ორი „ალავესთან“ (0:1) მატჩში აიღო, ხოლო თითო „ვილიარეალთან“ (0:1) და „ოსასუნასთან“ (1:0)
ლაშა თაბაგარი