„მანჩესტერ იუნაიტედმა“ ნახევარმცველი ფაკუნდო პელისტრი საბერძნეთის „პანათინაიკოსში“ გაყიდა. ურუგვაის ეროვნული ნაკრების ფეხბუთელმა 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. მის სანაცვლოდ ინგლისურიმა კლუბმა 6 მილიონი ევრო მიიღო.
„მანჩესტერმა“ პელისტრი 2020 წელს „პენიაროლიდან“ 9 მილიონ გირვანქა სტერლინგად შეიძინა. მან განვლილ პერიოდში ინგლისური გუნდში 25-ჯერ ითამაშა და 2 საგოლე პასი გააკეთა.
ლაშა თაბაგარი
