ტურინის „იუვენტუსმა“ ერთწლიანი იჯარით „მილანიდან“ მცველი პიერ კალული დაიმატა. მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ, ტურინელებს 24 წლის ფეხბურთელის ტრანსფერის გამოსყიდვის საშუალება ექნებათ.
„მილანმა“ ფრანგი უკანახაზელი 2020 წლის სექტემბერში იყიდა. მან საერთო ჯამში ყველა ტურნირში ჩატარებულ 112 მატჩში 3 გოლი გაიტანა და ამდენივე საგოლე პასი გააკეთა.
ლაშა თაბაგარი
