„ლივერპული“ და „ვალენსია“ მამარდაშვილის ტრანსფერზე შეთანხმდნენ

0
33

„ლივერპული“ გიორგი მამარდაშვილის ტრანსფერზე „ვალენსიას“ პრაქტიკულად შეუთანხმდა, იუწყება იტალიელი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო.
ინგლისური გრანდი საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკაარეში „ვალენსიას“ 35 მილიონ ევროს გადაუხდის. მიმდინარე სეზონს მამარდაშვილი იჯარით ესპანურ კლუბში გაატარებს, რადგან „ბორნმუთში“ იჯარით წასვლა იუარა. მომავალ სეზონში კი, 23 წლის გოლკიპერი „ლივერპულს“ შეუერთდა. გარიგების დასრულებამდე მხარეებს მცირე დეტალები დარჩათ შესათანხმებელი.
მამარდაშვილს „ვალენსიასთან“ კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. მან განვლილ სეზონში ჩატარებულ 32 მატჩში 34 გოლი გაუშვა, ხოლო 12-ჯერ კარი „მშრალად“ შეინახა.
ლაშა თაბაგარი