ჟოაო ფელიქსი „ჩელსიში“ დაბრუნდა

0
17

ჟოაო ფელიქსი კარიერას ლონდონის „ჩელსიში“ გააგრძელებს, იუწყება ინგლისური კლუბის პრესსამსახური.
პორტუგალიის ეროვნული გუნდის ნახევარმცველმა 7-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. მანამდე, ის „ჩელსიში“ 2022-2023 წლების სეზონის მეორე ნახევარში გამოდიოდა, როდესაც მადრიდის „ატლეტიკომ“ გაანათხოვრა.
ფელიქსი 2019 წელს „ატლეტიკომ“ ლისაბონის „ბენფიკადან“ 127,2 მილიონ ევროდ იყოდა. მან ესპანურ გუნდში ყველა ტურნირში 131-ჯერ ითამაშა და 34 გოლის გატანის გარდა, 18 საგოლე პასი გააკეთა.
აქვე გეტყვით, რომ 21 აგვისტოს ნახსენებმა კლუბებმა კიდევ ერთი ტრანსფერი განახორციელეს – ნახევარმცველი კონორ გალაჰერი „ჩელსიდან“ „ატლეტიკოში“ გადავიდა.
ლაშა თაბაგარი