მანუელ ნოიერმა გერმანიის ნაკრებში კარიერა დაასრულა

0
14

მიუნხენის “ბაიერნის” მეკარე მანუელ ნოიერმა გერმანიის ეროვნულ გუნდში კარეირა დაასრულა.
“მადლობა გერმანია! ამ ნაკრების მაისურის ტარება მიხაროდა” – თქვა ნოიერმა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში.
ნოერს ბუნდესნაკრებში დებიუტი 2009 წელს ჰქონდა. მან საერთო ჯამში 124 მატჩში ჩაატარა და ბრაზილიაში მსოფლისო 2014 წლის ჩემპიონატი მოიგო. გარდა ამისა, ის გერმანელებთან ერთად სამხრეთ აფრიკაში ჩატარებული მუნდიალის ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა, ხოლო 2012 და 2016 წლებში ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში ითამაშა.
ნოიერი გერმანიის ნაკრებში ჩატარებული თამაშების რაოდენობით მეკარეებს შორის რეკორდსმენია. ამასთანავე 38 წლის გოლკიპერი ბუნდესნაკრებში ნათამაშები “მშრალი” შეხვედრების რაოდენობით პირველ ადგილზეა – 51.
ლაშა თაბაგარი