ყაზაიშვილის წარმატებული თამაში ჩინეთის თასზე

0
13

ვაკო ყაზაიშვილისთვის ჩინეთის თასის 1/8-ფინალში „ჰენანთან“ ჩატარებული მატჩი წარმატებული აღმოჩნდა. „შანდუნი“, შინ „მეტოქე“ 3:1 დაამარცხა, ხოლო ქართველმა შემტევმა ნახევარმცველმა გოლი და საგოლე პასი მიითვალა.
მე-14 წუთზე, როდესაც მასპინძლები 1:0 იგებდნენ, ყაზაიშვილმა საჯარიმოში ბურთი თავზე მარსელ სკალეზეს „დაასვა“, რომელმაც თავისი შანსი გამოიყენა. 66-ე წუთზე „შანდუნის“ კონტრშეტევის დროს ყაზაიშვილი სტუმართა საჯარიმოში ბურთიანად შევიდა, ერთ მცველს გაექცა და მეკარისგან მარცხენა დაბალ კუთხეში ზუსტად დაარტყა – 3:0. მან შეუცვლელად ითამაშა. ყაზაიშვილმა მიმდინარე სეზონში ჩინეთის სუპერლიგაში ჩატარებულ 24 შეხვედრაში მეტოქეთა კარი 5-ჯერ აიღო და 4 საგოლე გადაცემაც გააკეთა, ხოლო თასზე 3-ჯერ ითამაშა და მოწინააღმდეგეები 2-ჯერ დაამწუხრა.
„შანდუნი“ 1/2-ფინალში 24 სექტემბერს „ჩენდუ რონჩენს“ შეხვდება.
ლაშა თაბაგარი