“სამტრედია” მთავარი მწვრთნელის გარეშე დარჩა

0
11

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის აუტსაიდერი “სამტრედია” მთავარი მწვრთნელის გარეშე დარჩა. ჩრდილოეთ მაკედონიელმა ფეხბურთის სპეციალისტმა თანამდებობა კლუბთან ურთიერთშეთანხმების საფუძველზე დატოვა, რის შესახებ სამტრედიელთა პრესსამსახური იუწყება. 49 წლის კაპინკოვსკი გუნდს 2023 წლის აპრილიდან ავარჯიშებდა. მისი ხელმძღვანელობით გასულ სეზონში “სამტრედიამ” კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში ადგილი შეინარჩუნა.
ლაშა თაბაგარი